საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

30 ივლისს თსუ ბიბლიოთეკის მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზში გაიმართა მსოფლიო ბანკის პროექტის „ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი – საქართველო I2Q“ ფარგლებში გამართული კონკურენტული ინოვაციების ფონდის (CIF) მეორე კონკურსში გამარჯვებული პროექტის, „სადოქტორო განათლების ინტერნაციონალიზაცია საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში” , წარდგენა.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ თსუ-ის ადმინისტრაციის წევრები, პროფესორ-მასწავლებლები,  დოქტორანტები და სხვადასხვა დაინტერესებული ორგანიზაციის  - საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი,  მსოფლიო ბანკი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი, კაპოდისტრიის სახელობის ათენის ეროვნული უნივერსიტეტი, მაგდებურგის ოტო-ფონ-გერიკის უნივერსიტეტი - წარმომადგენლები.

შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია.